1. თანაბარი მოძრაობა. საშუალო სიჩქარე

ამოცანები დალაგებულია სირთულის ზრდის მიხედვით

1.1.             რა დროის განმავლობაში ხედავს მგზავრი, რომელიც 36 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მატარებლის ფანჯარასთან ზის, შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მატარებელს, რომლის  მოძრაობის სიჩქარეა 54 კმ/სთ, სიგრძე კი 150 ? [6 წმ]

1.2.             პარალელურ ლიანდაგებზე ერთი მიმართულებით ორი მატარებელი მოძრაობს: 630 სიგრძის საბარგო, რომლის სიძქარეა 48,6 კმ/სთ, და 120 სიგრძის ელექტრომატარებელი, რომლის სიჩქარეა 102,6 კმ/სთ. რა დრო დასჭირდება ელექტრომატარებელს საბარგო მატარებლის გასასწრებად? [50 წმ]

1.3.             კატარღა მდინარის დინების მიმართულებით A პუნქტიდან B პუნქტში მისვლას 3 საათს ანდომებს, პირიქით - 6 საათს. რა დროში გაივლის AB მანძილს სამაშველო რგოლი? [ 12 სთ]

1.4.             მდინარეზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის მანძილი 100 კმ-ია. კატარღა ამ მანძილის გავლას 4 საათს ანდომებს, დაბრუნებას კი  10 საათს. იპოვეთ მდინარის დინებისა და კატარღის სიჩქარეები. [ 7,5 კმ/სთ; 17,5 კმ/სთ]

1.5.             10 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტოკოლონის შუიდან ერთნაირი სიჩქარით მოძრაობას იწყებს ორი მოტოციკლისტი, ერთი კოლონის თავისკენ, მეორე - კუდისკენ. იპოვეთ მოტოციკლისტების მორაობის სიჩქარე, თუ ერთმა ამ მოძრაობას ორჯერ მეტი დრო მოანდომა, ვიდრე მეორემ. [   30 კმ/სთ]

1.6.             მეთევზე მდინარეზე ნავით მიცურავს. ხიდის ქვეშ გავლისას, მას სათადარიგო ნიჩაბი წყალში ჩაუვარდა. ერთი საათის შემდეგ მან აღმოაჩინა დანაკარგი, ნავი მოაბრუნა და ნიჩაბს ხიდის ქვემოთ,  6 კილომეტრში დაეწია. როგორია მდინარის დინების სიჩქარე, თუ მეთევზე მთელი დროის განმავლობაში ნიჩბებს თანაბრად უსვამდა? [3 კმ/სთ]

1.7.             ადამიანი მირბის ესკალატორზე (მოძრავი კიბე მეტროში). პირველად მან 50 საფეხური დათვალა. მეორედ, როდესაც იგივე მიმართულებით მოძრაობდა სამჯერ მეტი სიჩქარით, 75 საფეხური დათვალა. რამდენ საფეხურს დათვლიდა ადამიანი უძრავ ესკალატორზე? [100]

1.8.             სპორტსმენების L სიგრძის კოლონა მირბის ერთნაირი v სიჩქარით. შემხვედრი მიმართულებით მორბის მწვრთნელი  u < v სიჩქარით. ყველა სპორტსმენი, მას შემდეგ, რაც გაუსწორდება მწვრთნელს, ბრუნდება უკან და გარბის იგივე სიჩქარით. როგოლი იქნება კოლონის სიგრძე, როცა ყველა სპორტსმენი მობრუნდება? [  L1 = L(v – u)/(v + u)]

1.9.             v1 სიჩქარით მოძრავი ავტომობილების კოლონა გადადის გზის შესაკეთებელ უბანზე, სადაც მოძრაობის სიჩქარე შემოიფარგლება v2-ით. როგორი უნდა იყოს ავტომობილებს შორის მინიმალური მანძილი, რათა ისინი არ შეეჯახონ ერთმანეთს, თუ თითოეული ავტომობილის სიგრძე უდრის l-ს? [  L = l(v1 – v2)/v2]

1.10.          მოძრავი ავტომობილი გამოსცემს t1 ხანგრძლივობის ხმოვან სიგნალს. სიგნალი ირეკლავს დიდი შენობა, რომელიც ავტომობილის მოძრაობის მიმართულებითაა მდებრეობს. არეკლილი სიგნალის ხანგრძლივობა, რომელიც ავტომობილში გაზომეს, t2 -ის ტოლი აღმოჩნდა. რა სიჩქარით მოძრაობს ავტომობილი, თუ ბგერის სიჩქარე ჰაერში c- ტოლია? [   v = c(t1 – t2)/(t1 + t2)]

1.11.          კედლის პარალელურად მოძრავმა ავტომობილმა  მოკლე ხმოვანი სიგნალს გამოსცა. t  დროის შემდეგ მძღოლმა  კედლიდან არეკლილი სიგნალი გაიგონა. განსაზღვრეთ ავტომობილის სიჩქარე, თუ ის კედლიდან L მანძილზე მოძრაობს, ხოლო ბგერის სიჩქარე ჰაერში c- ტოლია. [ v =  √(  c2 − (2L/t)2 ) ]

1.12.          ორი სხეული ერთმანეთის შემხვედრი მიმართულებით მოძრაობს. ამ დროს მანძილი მათ შორის ყოველ 10 წამში 16 მეტრით მცირდება. როცა ეს სხეულები ასეთივე სიჩქარეებით მოძრაობენ ერთი მიმართულებით, მაშინ მათ შორის მანძილი ყოველ 5 წამში 3 მეტრით იზრდება. იპოვეთ ოეული სხეულის სიჩქარე     [1,1 მ/წმ; 0,5 მ/წმ]

1.13.          A პუნქტიდან B პუნქტისკენ ერთდროულად დაიძრა ორი ავტობუსი. პირველმა ავტობუსმა გზის პირველი ნახევარი გაიარა v1 სიჩქარით, გზის მეორე ნახევარი კი v2 სიჩქარით.    მეორე ავტობუსი დროის პირველი ნახევრის განმავლობაში v1 სიჩქარით მოძრაობდა, დროის მეორე ნახევრის განმავლობაში კი v2 სიჩქარით. განსაზღვრეთ თითოეული ავტობუსის საშუალო სიჩქარე, თუ v1= 30 კმ/სთ და v2 = 40კმ/სთ  [ 37,5 კმ/სთ 35 კმ/სთ] 

1.14.          მატარებელმა გზის პირველი ნახევარი 72 კმ/სთ სიჩქარით გაიარა, ხოლო მეორე ნახევარი კი 1,5 ჯერ უფრო ნელი სიჩქარით. გამოთვალეთ საშუალო სიჩქარე მთელი გზისათვის[16 მ/წმ]

1.15.          ველოსიპედისტი მიდიოდა ერთი ქალაქიდ მეორეში. გზის ნახევარი მან 12 კმ/სთ სიჩქარით გაიარა, შემდეგ ,მოძრაობის დარჩენილი დროის ნახევარი 6 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავა, ბოლოს კი ფეხით იარა 3 კმ/სთ სიჩქარით. განსაღვრეთ ველოსიპედისტის მოძრაობის საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე[7 კმ/სთ]

1.16.          მოტოციკლისტმა პირველ ორ საათში გაიარა 90 კმ, ხოლო შემდეგი 3 საათის განმავლობაში 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. როგორია მისი მოძრაობის საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე?   [ 48 კმ/სთ]

1.17.          კატარღამ გზის პირველი ნახევარი ორჯერ მეტი სიჩქარით გაიარა, ვიდრე მეორე ნახევარი. მთელი მოზრაობის საშუალო სიჩქარემ 1 /წმ შეადგინა. რა სიჩქარით მოძრაობდა კატარღა გზის პირველ ნახევარში? [  1,5 კმ სთ]

1.18.          დროის პირველ ნახევარში სხეული მოძრაობს 60 /წმ სიჩქარით მოცემული მიმართულებისამი 30° -იანი კუთხით, მეორეში კი 80 /წმ სიჩქარით იგივე მიმართულებისადმი 120°-იანი კუთხით. იპოვეთ გადაადგილების საშუალო სიჩქარე. (იგულისხმება საშუალო ვექტორული სიჩქარის მოდული მთ.შენ.)               [ 50 მ/წმ]

1.19.          ორი ავტომობილი ერთდროულად იწყებს მოძრაობას A ქალაქიდან   B ქალაქისკენ. ერთი ავტომობილი ნოძრაობს მუდმივი v სიჩქარით ქალაქების შემაერთებელი სწორი გზის გასწვრივ, მეორე კი მოძრაობს ნახევარწრეზე, რომლის დიამეტრი AB მონაკვეთია. ორივე ავტომობილი B ქალაქში ერთდროულად ჩავიდა განსაღვრეთ მეორე ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე. [  0,5pv]

1.20.          ორ ქალაქს შორის მოძრავმა ავტომობილმა გზის მონაკვეთები, რომელთა სიგრძეები ისე შეეფარდება, როგორც 1:2:3:4 გაიარა დროის მონაკვეთებში, რომელთა შეფარდებაა 4:3:2:1 როგორია ავტომობილის მოძრაობის საშუალო სიჩქარე, თუ გზის ბოლო მონაკვეთზე ის 120 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა?            [30 კმ/სთ]

1.21.          ორი ავტომობილი ერთდროულად დაიძრა ერთი ქალაქიდან მეორისაკენ. პირველმა ავტომობილმა მთელი გზა მუდმივი v1 სიჩქარით გაიარა. მეორე ავტომობილი იგივე გზაზე მოძრაობდა სიჩაქრით,რომლის დამოკიდებულება დროზე მოცემულია გრაფიკზე. განსაზღვრეთ მეორე ავტომობილის მოძრაობის საწყისი სიჩქარე v0, თუ ბოლო პუნქტში ორივე ავტომობილი ერთდროულად მივიდა. [    vo = 4v/(4 – p)]

1.22.          ველოსიპედისტმა ორ პუნქტს შორის მოძრაობის დროის პირველი ნახევარი 30 კმ/სთ სიჩქარით იარა, დროის მეორე ნახევარი კი 15 კმ/სთ სიჩქარით. რა საშუალო სიჩქარით გაიარა ველოსიპედისტმა გზის  მეორე ნახევარი? [18 კმ/სთ]

1.23.          გზაზე 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს საავტომობილო კოლონა. კოლონის შუიდან ერთდროულად დაიძრა ორი მოტოციკლისტი: ერთი თავისკენ, მეორე კი კუდისკენ. ერთი მოტოციკლისტი ადგილზე 6 წუთით ადრე მივიდა, ვიდრე მეორე. რა სიგრძისაა კოლონა, თუ ორივე მოტოციკლისტის ერთნაირი, 30 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა [2,5 კმ]

1.24.          კატარღა მდინარეზე ორ პუნქტს შორის მანძილის გავლას დინების მიმართულებით 3 საათს ანდომებს, ხოლო დინების საწინააღმდეგო მიმართულებით - 6 საათს. კატარღის მოძრაობის საშუალო სიჩქარე წინ და უკან მთლინად 10 კმ/სთ ტოლია. რას უდრის კატარღის საკუთარი სიჩქარე და დინების სიჩქარე? [ 11,25 კმ/სთ; 3,75 კმ/სთ]

1.25.          ავტომობილის სიჩქარის დროზე დამოკიდებულება მოცემულია გრაფიკზე. განსაღვრეთ ავტომობილის საშუალო სიჩქარე. [  21,4 კმ/სთ]



1.26.          გრაფიკზე წარმოდგენილია ავტომობილის სიჩქარის დროზე დამოკიდებულება. ავტომობილის საშუალო სიჩქარე 30 კმ/სთ ტოლი აღმოჩნდა. განსაზღვრეთ ავტომობილის სიჩქარე თანაბარი მოძრაობის უბანზე. [40 კმ]

1.27.          კოსმოსური აპარატი მოძრაობის მიმართულებით აგზავნის t1 ხანგრძლივობის რადიოსიგნალებს. უეცრად ის იწყებს მის წინ მდებარე დაბრკოლებისგან არეკლილი სიგნალების მიღებას, რომელთა ხანგრძლივობა t2 -ის ტოლია. რა სიჩქარით უახლოვდება აპარატი დამრკოლებას, თუ რადიოსიგნალებისიჩქარით ვრცელდება? [    v = c(t1 – t2)/(t1 + t2)]

1.28.          ნაპირთან რა კუთხით უნდა მოძრაობდეს ნავი, რომ მისგან წარმოქმნილი ტალღები ნაპირს ერთდრიოულად აღწევდეს? ნავის სიჩქარეა v, ხოლო წყლის ზედაპირზე ტალღის გავღცელების სიჩქარე კი  u (v>u). [    a = arcsin(u/v)]

1.29.          ორი ვერტიკალური კედელი ერთმანეთთან 15° -იან კუთხეს ადგენს. ამ კუთხეში ერთერთი გვერდის პარალელურად შემოაგორეს  მცირე ბურთულა. რამდენ შეჯახებას განიცდის ბურთულა, ვიდრე საპირისპირო მიმართულებით არ ამოძრავდება? ყველ შეჯახება დრეკადია. [7]


1.30.          ძელი დამზადებულია დიდ რაოდენობის მონაცვლეობით განლაგებული მონაკვეთებისაგან, რომლებიც ორი განსხვავაებული მასალისგანაა დამზადებულიერთი სახის მონაკვეთების სიგრძეა L1 და მათში ბგერის გავრჩელების სიჩქარეა v1მეორე სახის მონაკვეთების სიგრძეა L2 და მათში ბგერის გავრcელების სიჩქარეა v2. რას უდრის ბგერის გავრცელების საშუალო სიჩქარე ძელში? [   <v> = v1v2(L1 + L2)/(L1v2 + L2v1)]

2 comments:

  1. არაჩვეულებრივი საქმეა, ამდენი საინტერესო ამოცანა ერთად! მადლობა

    ReplyDelete
  2. ვერაფერი ვერ დავწერეეე

    ReplyDelete

Pages