7. ნიუტონის კანონების გამოყენება III


7.56.        ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ სხეულზე ამოქმედდა ჰორიზონტალურად მიმართული ძალა, რომელიც სიმძიმის ძალის ტოლია. t დროის შემდეგ ძალამ შეწყვიტა მოქმედება, ხოლო კიდევ 3t დროის შემდეგ სხეული გაჩერდა. განსაზღვრეთ ხახუნის კოეფიციენტი [μ=0.25]

7.58.        ჰორიზონტალურ მაგიდაზე ასანთის კოლოფს უბიძგებენ. თუ ბიძგის სიჩქარეა v1, მაშინ კოლოფი გაჩერებამდე 16 სმ-ს გადის. თუ სიჩქარე v2-ია, გავლილი მანძილი 36 სმ-ია. რა მანძილს გაივლის კოლოფი, თუ მას v1+ v2 სიჩქარით ვუბიძგებთ [100 სმ]

7.61.        განსაზღვრეთ ტვირთების აჩქარებები წარმოდგენილ სისტემაში (იხ. ნახატი). ჭოჭონაქები და ძაფი იდეალურია. [ a1=a2=0,2g; a3=0,6g]










7.62.        მავთულის ვერტიკალურ ცილინდრულ სპირალზე მუდმივი სიჩქარით   მისრიალებს მძივი. იპოვეთ  სრიალის სიჩქარე. ხახუნის კოეფიციენტია μ, სპირალის რადიუსია R, სპირალის ბიჯია h





7.63.        განსაზღვრეთ ტვირთების აჩქარებები წარმოდგენილ სისტემაში (იხ. ნახატი). ჭოჭონაქები და ძაფი იდეალურია.









7.71.        ნახატზე გამოსახულ სისტემაში არაა ხახუნი, ხოლო ძაფი და ჭოჭონაქები იდეალურია. რომელ მხარეს იმოძრავებს ტვირთი M, თუ ძაფს 1 ან 2 მიმართულებით მოვქაჩავთ? [ 1) უძრავი იქნება 2) მარცხნივ]







7.73.         ძნელია-სცილდება სასკოლო პროგრამას*  წრიული რკალის ფორმის სითხით შევსებულ მილაკში ჰაერის ბუშტია (იხ. ნახატი). მილაკი მოძრაობს ჰორიზონტალური აჩქარებით და ბუშტი გადაიხარა ვერტიკალური მებარეობიდან α კუთხით. რომელი მიმართულებით და რა აჩქარებით მოძრაობს მილაკი? [მარჯვნივ; a=g·tgα]







7.82.        α-კუთხიანი სოლი მოძრაობს ჰორიზონტალურად a აჩქარებით (იხ. ნახატი). დახრილი სიბრტყის მიმართ რა a1 აჩქარებით იმოძრავებს მასზე მოთავსებული m მასის ტვირთი? ხახუნი უგულელებჰყავით. იპოვეთ სიბრტყეზე ტვირთის წნევის ძალა N.




7.75.        განსაზღვრეთ აჩქარებები, რომლითაც ცილინდრი და სოლები მოძრაობენ (იხ. ნახატი).  ცილინდრის მასაა m, თითოეული სოლის - M. სოლის ფუძესთან მდებარე კუთხეა α. მოძრაობა შეზღუდულია ჰორიზონტალური სიბრტყით. ხახუნი არ არის.





7.78.        m მასის სხეული უძრავად ძევს დახრილ სიბრტყეზე, რომელიც ჰორიზონტალურ სიბრტყესთან α კუთხეს ადგენს. რა მინიმალური ძალა უნდა მოვდოთ სხეულს სიბრტყეების გადაკვეთის წრფის გასწვრივ, რომ ის დავძრათ? ხახუნის კოეფიციენტია μ.





7.82.        *სცილდება სასკოლო პროგრამას* α-კუთხიანი სოლი მოძრაობს ჰორიზონტალურად a აჩქარებით (იხ. ნახატი). დახრილი სიბრტყის მიმართ რა a1 აჩქარებით იმოძრავებს მასზე მოთავსებული m მასის ტვირთი? ხახუნი უგულელებჰყავით. იპოვეთ სიბრტყეზე ტვირთის წნევის ძალა N.








7.84.        დახრილ სიბრტყეზე მოათავსეს m მასის სხეული. ხახუნის კოეფიციენტია μ. გამოიკვლიეთ სხეულის აჩქარების დამოკიდებულება სიბრტყის ჰორიზონტისადმი დახრის α კუთხეზე. 

7.86.        რა მაქსიმალურ S მანძილზე შეძლებს ასვლას სხეული დახრილ სიბრტყეზე, თუ მისი სიჩქარეა v0 ? განსაზღვრეთ სხეულის ასვლის t1 და ჩამოსვლის t2 დროები. დახრის კუთხეა α, ხახუნის კოეფიციენტი - μ.

 7.88.        m მასის ბორბალი მუდმივი სიჩქარით მოგორავს დახრილ სიბრტყეზე. იპოვეთ სიბრტყის რეაქციის ძალა. [ R=mg ვერტიკალურად ზევით]


7.88.        რა სიდიდის ჰორიზონტალური F ძალა უნდა მოვდოთ m2 ძელაკს, რომ მან a აჩქარებით იმოძრაოს? ძელაკებს შორის ხახუნის კოეფიციენტია μ, ძელაკსა და მაგიდას შორის ხახუნი არ არის, ძაფი და ჭოჭონაქი იდეალურია (იხ. ნახატი).




No comments:

Post a Comment

Pages