24.1.ქვიშიანი ძაბრი ძაფზეა დაკიდებული. შეიცვლება თუ არა ძაბრის რხევის პერიოდი,
ქვიშის გადმოყრის კვალდაკვალ?
24.2.ზამბარაზე დაკიდებული ტვირთი ლიფტის კაბინაში ირხევა. შეიცვლება თუ არა
ტვირთის რხევის პერიოდი, თუ ლიფტი აჩქარებულად
ამოძრავდება ზევით?
24.3.ქანქარიანი საათი ცოტათი წინ გარბის. რა სჯობს საათის გასასწორებლად: მთაში
ატანა თუ შახტში ჩაშვება?
24.5.m მასის თვირთი k სიხისტის მქონე ვერტიკალურ ზამბარაზე ირხევა. არის თუ
არა რხევა ჰარმონიული? როგორია რხევის პერიოდი?
24.9.მათემატიკური ქანქარის სიგრძის 5 სმ-ით დამოკლებამ რხევის სიხშირე 1,5-ჯერ
გაზარდა. როგორი იყო ქანქარის თავდაპირველი სიგრძე?
24.10. ერთი მათემატიკური ქანქარის
რხევის პერიოდი 3 წამია, მეორის - 4. როგორია ია ქანქარას რხევის პერიოდი, რომლის სიგრძე
ამ ორის სიგრძეთა ჯამის ტოლია?
მომწონს <3
ReplyDelete