38. ომის კანონი წრედის უბნისათვის

38.9.        რამდენ ტოლ ნაწილად უნდა დაიჭრას 36 ომი წინაღობის მქონე გამტარი, რომ ყველა ნაწილის პარალელური შეერთებით 1 ომის ტოლი სრული წინაღობა მივიღოთ?

38.10.    Ro = 32 ომი წინაღობის მქონე მავთულის ნაჭრისგან რგოლი შეკრეს. რგოლის ორ წერტილს გამტარი მავთულები მიუერთეს. რა ფარდობით ყოფს ორი წერტილი რგოლის სიგრძეს, თუ მათ შორის წინაღობა R = 6 ომს? როგორია ორ წერტილს შორის წინაღობის მაქსიმალური შესაძლო სიდიდე?

38.12.    თუ ჩამრთველი K ჩაკეტილია, დენი ამპერმეტრში I1 = 0,45 А. გამოთვალეთ ამპერმეტრში გამავალი დენის ძალა I2 , თუ ჩამრთველი გათიშულია (ნახ.38.1)






          ნახ.38.1





38.13.    გამოთვალეთ წინაღობა  ნახ. 38. 2-ზე ნაჩვენები წრედების A და D წერტილებს შორის. ყველა რეზისტორის წინაღობაა r. შემაერთებელი მავთულების წინაღობას ნუ გაითვალისწინებთ.
ნახ. 38.2



38.14.    განსაზღვრეთ A და B წერტილებს შორის წინაღობა R, თუ ყველა ელემენტის 
წინაღობაა r. (ნახ.38.3)



ნახ. 38.3






38.15.        მავთულის კონსტრუქციების ყოველი მონაკვეთის წინაღობა r -ის ტოლია (ნახ. 38.4). DF მონაკვეთში გამავალი დენი i-ს ტოლია. განსაზღვრეთ A და B კვანძებს შორის არსებული პოტენციალთა სხვაობა U, წინაღობა R და გამავალი სრული დენი I.
ნახ. 38.4

38.16.    იპოვეთ ერთნაირი r წინაღობის რეზისტორებისაგან შედგენილი უსასრულო წრედის A და B წერტილებს შორის არსებული სრული R წინაღობა (ნახ.38.5).
ნახ. 38.5


38.17.    განსაზღვრეთ ნახ.38.6-ზე გამოსახული უსასრულო წრედის A და B წერტილებს შორის არსებული სრული R წინაღობა.
ნახ.38.6



პასუხები



No comments:

Post a Comment

Pages