11.მუშაობა. სიმძლავრე. ენერგია. ენერგიის მუდმივობის კანონი.

11.1. m მასის ყუთს ეწევიან  იატაკზე თოკით, რომელიც მოძრაობის მიმართულებასთან რომელიც  α კითხეს ადგენს. ხახუნის კოეფიციენტია μ. რა მინიმალური მუშაობაა შესასრულებელი ყუთის S მანძილზე გადასაადგილებლად? (ყუთი ჩათვალეთ ნივთიერ წერტილად)


11.2. რამდენჯერ გაიზრდება სხეულის  იმპულსი, თუ მისი კინეტიკური ენერგია 2-ჯერ გაიზარდა? [√2-ჯერ]

11.5. l სიგრძის თოკი სიმეტრიულადაა გადაკიდებული უძრავ ჭოჭონაქზე. მცირე ბიძგის შედეგად თოკი იწყებს მოძრაობას. იქნება თუ არა თოკის მოძრაობა თანაბარაჩქარებული? როგორი იქნება თოკის სიჩქარე ჭოჭონაქიდან სრულად ჩამოსვლის მომენტში? ჭოჭონაქი მასა და რადიუსი უგულებელვყოთ. ხახუნი=0.



11.6.  ძაფზე დაკიდებული ტვირთი გადახარეს α კუთხით და გაათავისუფლეს. წონასწორობის მდგომარეობის გავლის მომენტში ძაფის შუა წერტილი ხვდება  ჰორიზონტალულ წვრილ ღეროს. გამოთვალეთ ტვირთის გადახრის მაქსიმალური კუთხე





11.7. ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ სხეულს v0  სიჩქარე მიანიჭეს. რა მანძილს გაივლის სხეული გაჩერებამდე? ხახუნის კოეფიციენტია μ.


11.8. სხეული დახრილ სიბრტყეზე h სიმაღლიდან მოსრიალებს. სიბრტყის დახრის კუთხეა α, ხახუნის კოეფიციენტი - μ. განსაძღვრეთ სხეულის სიჩქარე სიბრტყის ბოლოს.



11.12. α=60 დაღმართზე ჩამოგორებისას m=103კგ მასის ავტომობილი გამორთული ძრავით მაქსიმალური სიჩქარეს v=72 კმ/სთ ავითარებს. ამის შემდეგ მოძრაობა ხდება თანაბარი. რა სიმძლავრეს ავითარებს ავტომობილი იგივე სიჩქარით იგივე აღმართზე ასვლისას?





11.23. გლუვი ჰორიზონტალური უწონო ღეროს შეუძლია ბრუნვა ვერტიკალური ღერძის ირგვლივ (ნახ 11.1), რომელიც მის A ბოლოზე გადის. ღეროზე მოთავსებულია მცირე ზომის, m მასის მქონე სხეული, რომელიც უწონო l0 სიგრძის ზამბარით მიერთებულია  A წერტილთან. ზამბარის სიხისტეა k. რა მუშაობა უნდა შესრულდეს, რომ ეს სისტემა თანდათან ω კუთხური სიჩქარით ბრუნვამდე მივიყვანოთ?










11.24. ვერტიკალურ ზამბარასთან მიმაგრებული ტვირთი წონასწორობაშია, როდესაც ზამბარის წაგრძელება x0-ია. რამდენით დაგრძელდება ზამბარა, თუ ტვირთს გავათავისუფლებთ მაშინ, როცა ზამბარა დაუჭიმავ მდგომარეობაშია? რა მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწევს ტვირთი? [x= 2x0; v= (gx0/2)1/2


11.36. ლიფტის კაბინის საწყისი მდებარეობა ასახულია ნახ. 11.4. რა სიდიდით შეიჩვლება სისტემის პოტენციური ენერგია კაბინის ზევით გადანაცვლებისას h მანძილზე, თუ საწყისის სხვაობა კაბინისა და საპირწონეს სიმაღლეთა შორის H-ია, კაბინის მასაა M, საპირწონის - m, ხოლო კაბინისა და საპირჭონის შემაერთებელი გვარლის ერთეულოვანი სიგრძის მასაა μ.

No comments:

Post a Comment

Pages