31. იდეალური აირის კანონები

31.2.  წყლის რა სიღრმიდან ამოტივტივდა ჰაერის ბუშტუკა, თუ მისი მოცულობა 3-ჯერ გაიზარდა?

31.3.  ერთი მხრიდან დახშული ცილინდრული ფორმის მილიდან ნაწილობრივ ამოტუმბეს ჰაერი. როდესაც ღია ბოლო ვერცხლისწყალში ჩაუშვეს, მან 68 სმ სიმაღლეზე აიწია. რა წნევამდე ამოტუმბეს ჰაერი მილიდან? მილის სიგრძე 75 სმ-ია, ატმოსფერული წნევა - 750 მმ. ვცხ.

31.4. ორი ბალონი ონკანიანი მილითაა შეერთებული. ერთის მოცულობა V1 =1ლ და მასში აირის წნევა P1  = 1 ატმ. მეორეში (V2 = 3 ლ) აირის წნევა P2 = 0,6 ატმ. რა წნევა დამყარდება ონკანის გახსნისას? T = konst.

31.8. ერთი მხრიდან დახშულ U-სმაგვარ მილში ვერცხლისწყალია. დონე ორივე მუხლში ერთნაირია. ჰაერის სვეტის სიმაღლე დახშულ მუხლში l1 = 20 სმ (ნახ 31.1). ატმოსფერული წნევა  ვერცხ. 76 სმ-ია. როდესაც ვერცხლისწყლის ნაწილი ონკანიდან ჩამოუშვეს, მისი დონე ღია მუხლში 58 სმ-ით შემცირდა. რამდენით შემცირდა დონე დახშულ მუხლში?
к задаче 31.8ნახ. 31.1

31.9.  ვერტიკალურ ცილინდრში S ფართობის მქონე დგუშის ქვეშ n მოლი აირია მოქცეული. აირის ტემპერატურის DT  სიდიდით გაზრდამ მოცულობის DV სიდიდით გაზრდა გამოიწვია. იპოვეთ დგუშის მასა. ატმოსფერული წნევაა PA, ხახუნი არ არსებობს.

31.10. ცილინდრული ფორმის საკვამლე მილის ქვედა ნაწილში კვამლის ტემპერატურა  t1 = 700 °С  და სიჩქარე v1 = 5 მ/წმ. როგორია კვამლის სიჩქარე ზედა ნაწილში, სადაც ტემპერატურა  t2 = 200 °С ?

31.13. ერთნაირი აირით შევსებული ორი ჭურჭელი ონკანიანი მილითაა შეერთებული. პირველ წურჭელში აირის სიმკვრივეა ρ1, მეორეში კი ρ2. პირველი ჭურჭლის მოცულობა n-ჯერ აღემატება მეორისას. როგორი გახდება აირის სიმკვრივე, თუ ონკანს გავაღებთ?

31.14. ვერტიკალურ ცილინდრულ ჭურჭელში, მასიური დგუშის ქვეშ, m მასისა და M მოლური მასის იდეალური აირია მოთავსებული. დგუში ფსკერზე  k სიხისტის ზამბარითაა მიმაგრებული. T1 ტემპერატურაზე დგუში ფსკერიდან h1 სიმალეზეა. რა ტემპერატურისას იქნება დგუში ფსკერიდან h2  სიმალეზე? ( ჩათვალეთ, რომ ორივე შემთხვევაში ზამბარა გაჭიმულია მთ. შენ.)

31.15. ცალი მხრიდან დახშულ მილში ვერცხლისწყლის მცირე წვეთია. მილი ჰორიზონტალურადაა განლაგებული და წვეთი მილის ღია ბოლოსთანაა.  მილს მზარდი სიჩქარით  აბრუნებენ ვერტიკალური ღერძის ირგვლივ, რომელიც მილის ღია ბოლოზე გადის.  გარკვეული კუთხური სიჩქარით ბრუნვისას წვეთი ბრუნვის ღერძიდან l/2 მანძილზეა ( l - მილის სიგრძეა). რა მანძილი იქნება ბრუნვის ღერძიდან წვეთამდე, თუ კუთხურ სიჩქარეს გააორმაგებენ? ტემპერატურა უცვლელია. 

31.18.     T0 ტემპერატურის და p წნევის ჰაერს V0  მოცულობა ეჭირა, რომელიც გარკვეული რაოდენობის ოზონს (O3) შეიცავდა. ოზონი თანდათან  გარდაიქმნა მოლეკულურ ჟანგბადად (O2) და იგივე წნევის პირობებში ჰაერის ტემპერატურა გახდა T, მოცულობა კი - V. იპოვეთ ოზონის მოლების საწყისი რაოდენობა.

31.21.    L სიგრძის მქონე ჰორიზონტალური ცილინდრული ჰერმეტული ჭურჭელი ორი მოძრავი დგუშით სამ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი. თავიდან ტემპერატურა ყველგან ერთნაირია  და უდრის T0-ს (ნახ. 31.2). რა მანძილით წანაცვლდება დგუშები, თუ ტემპერატურას ჭურჭლის მარცხენა ნაწილში T-მდე გავზრდით, ხოლო დანარჩენ ნაწილებში T0-ს შევინარჩუნებთ? ხახუნი არ არსებობს.
к задаче 31.21ნახ. 31.2

31.22.    ვერტიკალურ ცილინდრულ ჭურჭელში, რომლის ფსკერის ფართობია S, ჩასმულია დგუში, რომლის მასა ჭურჭლის მასის ტოლია. თავისუფალ მდგომარეობაში დგუში ჭურჭლის სიმაღლის ნახევარზეა. დგუშს ნელა ეწევიან ზევით ( ნახ. 31.3) ჭურჭლისა და დგუშის რა მასისათვის აყვება ჭურჭელი დგუშს? ტემპერატურა მუდმივია, ხახუნი არ არსებობს, ატმოსფერული წნევაა pa .
к задаче 31.22ნახ. 31.3

31.21.    ნახ. 31.4 -ზე წარმოდგენილია იდეალური აირის  ჩაკეტილი პროცესი. ტემპერატურა 1 და 3  წერტილებში  შესაბამისად იყო: T1 = 300 К  T3 = 400 К. როგორი იყო ტემპერატურა 2 წერტილში? აირის მასა უცვლელია. 
 к задаче 31.23ნახ. 31.4


პასუხები:






























No comments:

Post a Comment

Pages